19 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საკითხზე მსჯელობა არ იქნება, მაგრამ განცხადებები გაკეთდება - არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საკითხზე მსჯელობა არ იქნება, მაგრამ განცხადებები გაკეთდება.

ამის შესახებ უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, გააკეთა.

მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.     

"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში," - განაცხადა თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ იქნება, მაგრამ განცხადებები გაკეთდება.

„დღეს გვაქვს უმრავლესობის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც დაესწრება. ვიმსჯელებთ სასამართლოსთან დაკავშირებით, მთლიანობაში იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლითაც მოსამართლეებიც შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტში. ვფიქრობ, უმრავლესობის საერთო მხარდაჭერა ექნება იმას, რომ მოსამართლეობის თითოეული კანდიდატურის კენჭისყრა მოხდეს ინდივიდუალურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ყველა კანდიდატი განიხილოს სათითაოდ და ამ განხილვას დაეთმოს საკმაო დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში, რათა თითოეულ დეპუტატს საკუთარი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართება ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია,“ - განაცხადა თაალკვაძემ. 

 

დღის ამბები