19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდით, ძალიან ბევრი რამ მოხდა" - ლევან გოგიჩაიშვილი

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბეთ, შევხვდით ძალიან ბევრი რამ მოხდა... იყო სამარცხვინო ეთერები მოსამართლეების,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მათ შორის, უვადოდ გამსამწესებელმა მოსამართლეობის ყოფილმა კანდიდატებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ აღნიშნული თანამდებობისთვის შეუფერებლები არიან.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბეთ, შევხვდით ძალიან ბევრი რამ მოხდა. იყო მოსამართლეთა სამარცხვინო კონფერენცია, იყო სამარცხვინო ეთერები მოსამართლეების, რომლებმაც კიდევ ერთხელ ანახეს, რამდენად შეუფერებლები არიან ისინი ამ საქმისთვის იმიტომ, რომ მათი ლოგიკა, მათი აზროვნება ზუსტად იგივეა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის მსახურები, მათ არ გააჩნდათ პრინციპები, ისინი ასრულებდნენ დავალებას. დღეს სასამართლო ამ ადამიანების ხელში არის რისკის მატარებელი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა უკვე ერთი საათია, რაც მიმდინარეობს. განხილვის მთავარ თემას, ისევ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები წარმოადგენს, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

დღის ამბები