19 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
უკრაინაში ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აღსანიშნავ ღონისძიებას "ევროპული საქართველო" დაესწრება

უკრაინაში ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აღსანიშნავ ღონისძიებას ევროპული საქართველო დაესწრება. კვირისთვის დაგეგმილ ცერემონიაზე დასასწრებად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ.

გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლების უყურადღებობა დაუშვებელია, რადგან ეს დღე არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს პრიორიტეტები, არც საშინაო და არც საგარეო. ამ ფონზე. მიხარია, რომ ევროპულ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ქართველი ხალხი წარმოადგინოს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები