19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ცვლილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მომავალი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანების წევრებთან ერთად დღეს ქუთაისში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გეგმავენ, ყველა რეგიონში პირადად გააცნონ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, აიძულონ ხელისუფლება, მოსახლეობის ნებას დაემორჩილოს.

 

დღის ამბები