19 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმება - ოპოზიცია მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს 

უკანასკნელი წლებია ხელისუფლებას კონსტიტუციის შეცვლის მარტივ შესაძლებლობას, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა აძლევს. ამ ძალაუფლებას კი ლიდერ პარტიას არჩევნების მაჟორიტარული სისტემა.

20 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების შესახებ. ახალი კონსტიტუციით, ეს ცვლილება ძალაში 2024 წლიდან შევა, თუმცა მანამდე წინ 2020 წელი და საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილება მომავალ არჩევნებამდე უნდა მოხდეს, რადგან „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით აღარ დარჩეს.

პარლამენტმა, რომ ცვლილებაზე მუშაობა დაიწყოს ამისთვის მინიმუმ 200 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი საარჩევნო სისტემის გასაუქმებლად, გაცილებით მეტ თანხმობას მიღებენ.

მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას და ხმების მხოლოდ პროპორციული წესით დათვლის მომხრეა ყველა ის ორგანიზაცია, ვინც წლებია არჩევნების თემებზე მუშაობს. უფლებადამცველების შეფასებით, საქართველოში ხელისუფლებას განუსაზღვრელ ძალაუფლებას სწორედ ეს საკანონმდებლო ნორმა აძლევს. მათი შეფასებით ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია 2020 წლის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰქონდეს.

 

დღის ამბები