არასასურველი კანდიდატების მიმართ კადრების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე აცხადებს.
კახიძე ამბობს, რომ თუკი 2012 წლამდე ადგილი ჰქონდა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ახლა უკვე ამას გავრცელებაც დაემატა.
“2012 წლამდე უკანონო თვალთვალი და მიყურადება იყო პრობლემა, ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა.შვიდი წლის განმავლობაში სისტემატურად გვაქვს სახეზე ხელისუფლების პოლიტიკური პრობლემა და ამ პრობლემის ადრესატის წინააღმდეგ კადრების გავრცელება. ეს იყო ეკა ბესელიას შემთხვევაში, ეს იყო მანამდე ორი პოლიტიკოსი ქალის შემთხვევაში,რომელსაც ასევე ივანიშვილი დაუპირისპირდა, ეს იყო მანამდე ჟურნალისტის შემთხვევაში , რომლის დროსაც შს მინისტრის მოადგილე არ დაუსჯიათ,ის პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა.
"ამიტომ ხელისუფლების ხელწერაა, რომ მათ შვიდი წლის განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აიყვანეს უკანონობა. უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს უკვე დაამატეს გავრცელება არასასურველი კანდიდატების მიმართ,“-ამბობს ოთარ კახიძე.
გუშინ კი "კვირის აქცენტებში" გადაცემის წამყვანმა ყურადღება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში ერთ ფრაგმენტზე გაამახვილა. ადგილზე ჩანს ტელეფონი,რომელიც “iPhone 5” მარკისაა. ტელეფონი გაყიდვაში 2012 წლის ბოლოს გამოვიდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ კადრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ არის გადაღებული.