თუკი რომელიღაცა ტელევიზიის ხელმძღვანელმა იქ რაიმე კადრი აღმოაჩინა შს მინისტრიც აღმოაჩენს - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გადაცემა "კვირის აქცენტებში" ნახსენებ ეპიზოდს გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან.
“ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან „კვირის აქცენტებმა“ ყურადღება ერთ კონკრეტულ კადრზე გაამახვილა.
ეს ფოტო ვიდეომასალიდან ამტკიცებს, რომ ჩანაწერის გაკეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და ხელისუფლების შეცვლამდე ვერ მოხდებოდა.
კადრში ჩანს მობილური ტელეფონი “iPhone 5”, რომლის პრეზენტაცია კალიფორნიაში 2012 წლის 12 სექტემბერს შედგა, გაყიდვაში კი მხოლოდ 21 სექტემბრიდან გამოვიდა, ისიც შეერთებული შტატების ბაზარზე და არა საქართველოში.
„მე არ მინახავს და არც ვნახავ მაგ კადრებს, მაგრამ ვინც ნახა თუკი მას დაეჯერება მოდი დავიჯეროთ შს სამინისტროსი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ამ საკითხზე მოკვლევას. თუკი შეუიარაღებელი თვალით რაღაცა ჩანს, არც შს სამინისტროსა და პროკურატურას გამოეპარება დამერწმუნეთ.
"თუკი რომელიღაცა ტელევიზიის ხელმძღვანელმა იქ რაიმე კადრი აღმოაჩინა შს მინისტრიც აღმოაჩენს,- აცხადებს დავით მათიკაშვილი.