17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
იაფი წამლების პროგრამა - ოპოზიცია ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს

ოპოზიცია ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მიუხედავად იაფი წამლების პროგრამისა, პრობლემა არა თუ ვერ მოგვარდა, არამედ უფრო გაღრმავდა.

მათი თქმით, საეჭვოა თანხების ხარჯვის სტატისტიკაც, ბენეფიციარების მოცვა კი 10%-ზე ნაკლებია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აუდიტის სამსახურს მიმართავენ და პროგრამული ხარჯების მიზნობრიობის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

„მოცვა არის 5-10% და გამოყოფილი ბიუჯეტის 80-90% იხარჯება ზუსტად 5-10%-ზე. ასე რომ როგორ არის ეს დაგეგმილი ეს პროგრამა, როგორ მოხდა, რომ 5%-ზე ადამიანების იხარჯება გამოყოფილი ბიუჯეტის 90%. თუ შევხედავთ 2017 წელს ერთი ბენეფიციარის მომსახურება საშუალოდ ჯდებოდა 200 ლარი და პროგრამის ათვისება 6 დეკემბრამდე, ანუ 11 თვის და ერთი კვირის განმავლობაში იყო 592 ათასი ლარი და უცებ, წლის ბოლოსთვის, სამ კვირაში მოხდა 7 მილიონ 600 ათასი ლარის ათვისება,“ - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ. 

დღის ამბები