19 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
პოლიტიკური ბოღმის გამო ეს შენობა დააცარიელეს - ირმა ნადირაშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე საუბრობს

„ეს შენობა არის დემონსტრირება იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც არის ყველა მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ნადირაშვილისთვის მიუღებელია, რომ ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციას ფუნქცია შეეცვალოს და ქვეყნის პირველი პირის სასახლის ნაცვლად სხვა დატვირთვა შეიძინოს.

ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლას „პოლიტიკურ ბოღმად“ აფასებს.

„მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად ამ სასახლეს აქვს დატვირთვა, ფუნქცია, მასში უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან მოსახერხებელია უცხოური დელეგაციების მისაღებად, სამუშაოდ და ამ დროს, პოლიტიკური ბოღმის გამო, წარსულის ბოღმის გამო, ეს შენობა დააცარიელეს და ახლა მიდის უსაგნო მსჯელობა, რა უნდა იყოს გახსნილი ამ შენობაში,“ - ამბობს ნადირაშვილი.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს. სასახლის სამომავლო ბედზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს.

დღის ამბები