19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" ჰესების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ლეიბორისტული პარტია ჰესების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის, განმარტებით, საქართველოში უნდა აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, ხოლო მცირე ჰესები კი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით უნდა შენდებოდეს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისის, სვანეთის, გუდამაყრის, აჭარის და მთელი საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ემუქრება დღეს დატბორვა. ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო გადაიქცეს ივანიშვილის კორუფციულ აუზად, პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვისა და აქედან გამომდინარე, ვიწყებთ კანონპროექტის ინიცირებას. საქართველო ჩვენ არ გვემეტება და არ დავთმობთ დასატბორად თავის კულტურულ მემკვიდრეობასთან, მოსახლეობასთან, ბუნებრივ მემკვიდრეობასთან ერთად. ჩვენი კანონპროექტი მოიცავს საქართველოში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვას, ხოლო მცირე ჰესების მშენებლობას მხოლოდ რეგიონალური პლებისიტის საფუძველზე,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები