"ეს არ არის საერთო სახალხო დაკვეთა, მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პოზიციას არ იცვლის.
„არ ვიცი, რა ვერდიქტი უნდა იყოს, არ ვიცი, საერთოდ დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში მაგასაც ვერ ვხვდები. მაგრამ მე გითხარით, რომ ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით ვეთანხმები, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, მაგრამ ამას ღიადაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთო სახალხო დაკვეთა მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი,“ - ლევან გოგიჩაიშვილი.
ქართული ოცნების წევრი დეპუტატი, მირიან წიკლაური, ამბობს, რომ გედევან ფოფხაძე ყველა გადაწყვეტილებას ისე იღებს, როგორც ეს მის სინდისს შეესაბამება.
„გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეების არჩევის პროცესში ჩვენ ვართ თავისუფლები - ეს გაცხადებული იქნა, უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა. გედი, ზოგადად, პრინციპული, წესიერი და პატიოსანია ადამიანია და ვფიქრობ, გედი გადაწყვეტილებებს ისე იღებს, როგორც ეს მის სინდისსა და ნამუსს შეეფერება,“ - ამბობს წიკლაური.