19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ენგურის ხიდი 40-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გაიხსნა

ენგურის ხიდი, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაიხსნა. ცენტრალური ხიდით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მიეცათ მოქალაქეებს.

ხიდი 40 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ საკვები პროდუქტები აღარ ჰქონდათ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებსაც ადგილზე ვერ უმკლავდებოდნენ.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესში შედიოდა ენგურის ცენტრალური ხიდის ჩაკეტვა, რითიც ქართლ მხარეზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა. 

დღის ამბები