„ადამიანები, რომელებიც ღირებულებების მატარებლები არიან და მათზე ასე საუბრობენ, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია, შიგნით აღარაფერი არსებობს," - ასე აფასებს ქართული ოცნებიდან გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, იმ განცხადებებს, რომელიც მმართველი პარტიის წევრებმა გედევან ფოფხაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთეს.
გედევან ფოფხაძემ დღეს თქვა, რომ ის გუნდის დატოვებას აპირებს, რადგან მისი შეხედულებები და ღირებულებები უმრავლესობის წევრების შეხედულებებს დღითი დღე სცილდება.
დავით ჭიჭინაძე კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას ისე დააზიანებს, რომ ხალხი მას პოლიტიკიდან გაუშვებს.
"თუ ახლა ქუჩიდან მოსული ხალხით უნდა შეივსოს, რომელთაც არანაირ კავშირი არ ჰქონია ქართულ ოცნებასთან, ეს მათი არჩევანი იქნება, მაშინ შეუძლიათ, სახელიც გადაირქვან იმიტომ, რომ ეს ისეთი სახელი არ არის, რომელიც პოლიტიკასთანაა კავშირში. ოცნება არ არის პოლიტიკური სახელი, პოლიტიკასთან ბევრად ახლოს რეალური საუბარია, მაგრამ ხალხმა ოცნება მოიყვანა პოლიტიკაში და ამ გადაწყვეტილებებით მე ვფიქრობ, რომ ოცნებას გაუშვებს პოლიტიკიდან," - ამბობს დავით ჭიჭინაძე.