17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით პატრიარქის გადაწყვეტილება ცნობილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიერ კარვების დადგმას საპატრიარქო ეხმაურება. დეკანოზის ოჯახის წევრების მოთხოვნა, გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთვის ეკლესიაზე ზეწოლასთან ასოცირდება, რაც მათთვის მიუღებელია.

საპატრიარქოს განცხადებაში ოჯახის მოთხოვნის პასუხად აღნიშნულია, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, შეუძლია, რომ აზიაროს დეკანოზი.

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, სამივე ინსტანციის სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ სცნო, თუმცა, თავად გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

„ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.

სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია, ეს განახორციელოს, თუმცა, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები