19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
საია-ს სარჩელი დიმიტრი გვირიტიშვილის წინააღმდეგ - "ახალგაზრდა იურისტები" ეთიკის წესების დარღვევაზე საუბრობენ

საია დიმიტრი გვირიტიშვილის წინააღმდეგ - "ახალგაზრდა იურისტები" მას საერთო სასამართლოების  შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ეთიკის წესების დარღვევასა და მოსამართლისთვის შეუფერებელ საჯარო განცხადებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციას შესაბამისი მოთხოვნით საჩივარი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეაქვს.

საია საბჭოსთან ერთადმ ამ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს დამოუკიდებელი ინსპექტორისგანაც.

„თავის აზრს ხშირად აფიქსირებს არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ფორმებით, ყველაფერი ეს წარმოადგენს კანონის თანახმად დისციპლინურ გადაცდომას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს მის იმიჯს,“-ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ეკატერინე ციმაკურიძე.

დღის ამბები