უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის როლი უკრაინის ისტორიაში - რონდელის ფონდში ამ თემაზე დისკუსია გაიმართა. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მნიშვნელოვნად აძლიერებს უკრაინულ სახელმწიფოს. რუსეთი კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ამ ნაბიჯს მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ნაბიჯად განიხილავს, რაც მართლმადიდებლურ სამყაროში შესაძლოა დიდი დაპირისპირების და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობა გახდეს.
„უკრაინა-რუსეთის საეკლესიო დაპირისპირება გასცდა უკვე ამ ორი ქვეყნის ინტერესს და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკურ მოვლენა გახდა,“-განაცხადა ალექსანდრე რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკა მეტრეველმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტელასტან დაკავშირებით საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია.
„ჩემი აზრით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის უკრაინის ეს გამარჯვება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია სურათი. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელ ხალხს ეს უნდა მიულოცოს იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი ზეიმობს ამას და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვისაც იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარეს არის რუსეთი,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.