19 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
რაც შეიძლება მალე დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსთან - ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება მალე დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობას,“ - ეს განცხადება ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა საქართველოს შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს კარი ღიაა და მეკედონია სამომავლოდ, საქართველოს მხარდამჭერი იქნება. ნიკოლა დიმიტროვის თქმით, ის თავის ქართველ კოლეგასთან დიმპლომატიურ ურთიერთობების დამყარების საკითხზე უკვე მუშაობს.

„ნატო-ს კარი ღიაა, ეს დღეს დამტკიცდა. ჩვენ გამოვცადეთ, რას ნიშნავდა ის დროც, როდესაც ეს კარი დახურული იყო დიდი ხნის განმავლობაში, გამოვცადეთ, რაც ნიშნავს ლოდინი, მაგრამ პატარა ქვეყნებმა შანსი არ უნდა გაუშვან და უნდა შექმნან შესაძლებლობები. საჭიროა მოთმინება, ლიდერობა, დიდი ყურადღების დათმობა. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობის საკითხი, ამას დასჭირდება დრო. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება მალე დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობას. უკვე ვმუშაობთ ჩემს ქართველ კოლეგასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საკითხზე“ - განაცხადა ნიკოლა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე მაკედონიისთვის ისტორიულია. ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ხდება. ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა. დღეიდან, ქვეყანა ალიანსის ყველა შეხვედრას დაესწრება და მას შემდეგ, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, ის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები