17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იყო ინიციატორი და ვინ ატვირთა"-ომბუდსმენი ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებზე საუბრობს

სახალხო დამცველი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ვინ არის პირველწყარო და ასევე ვისი ინიციატივით მოხდა ამ კადრების სოციალურ ქსელში განთავსება.

„ამ საქმეში და ამ ტიპის საქმეებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დადგენა ვინ დგას ამ ტიპის კადრებს გავრცელების უკან, ანუ  ვინ არის პირველწყარო და ვინ აწყობს მსგავსი ტიპის ტერორს ადამიანების და საზოგადოების წინააღმდეგ. სამწუხაროდ 2016 წელშიც როდესაც არაერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო მუქარები ჩვენ ვერ გავიგეთ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მაშინაც პასუხისგებაში მიეცა ის პირები, რომლებიც ინახავდნენ ამ კადრებს ან ავრცელებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იყო ინიციატორი და ვინ ატვირთა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები