ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს. კახა ფარცვანია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება მეორე დღესვე გადააგზავნა სკოლაში, რის შესახებაც თავად ია კერზაია ინფორმირებული იყო. ფარცვანია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის დირექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც უარყოფს.
„ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მე მაქვს ეს პასუხი, რომ 22 -ში იცოდა სკოლამ. ანუ გადაეგზავნა ეს დოკუმენტი. დანარჩენი ეს არის საჯარო ინფორმაცია,“-განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარ ტრაგედიაში კიდევ ერთ დამნაშავედ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ასახელებს. ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, კახაბერ ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.