„საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას და დავტოვებ უმრავლესობას,“- ეს არის კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომლის ავტორიც მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია.
ბექა ნაცვლიშვილი სასამართლოსთან ერთად საპენსიო რეფორმის ინიცირებას გეგმავს და აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა მისი მნიშვნელობით მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს არ ჩამოუვარდება.
"ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც არის ჩემთვის წყალგამყოფი - ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და მეორე არის საპენსიო რეფორმის საკითხი. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, მხარდაჭერა თუ არ მექნება ე.ი. ჩვენს შორის არის ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავება. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობა"-ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.