19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
თქვენ წარმოადგენთ პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე - მელია ბატიაშვილს მიმართავს

„ჩემთვის ახლა თქვენ წარმოადგენთ პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განათლების მინისტის მისამართით გააკეთა.

ნიკა მელიამ მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ია კერზაიას საქმეზე ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვების დატოვების გამო.

დეპუტატი კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას მიხეილ ბატიაშვილს აკისრებს.

„არ აქვს ფასი თქვენ მიერ გატარებულ ან გასატარებელ რეფორმებზე საუბარს, როდესაც დამოკლეს მახვილივით გკიდიათ ძალიან დიდი ტრაგედია თავზე - ია კერზაიას საქმე მაქვს მხედველობაში და მე პირადად, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინე თქვენგან პასუხი კონკრეტული ამ საქმესთან მიმართებაში ან თუნდაც სინანული,“ - ამბობს ნიკა მელია.

დღეს პარლამენტში განათლების მინისტრის ანგარიშს უსმენენ და მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

დღის ამბები