19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
მოგწონთ თუ არა რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია - ნადირაშვილი ბატიაშვილს მიმართავს

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა ნადირაშვილი განათლების მინისტრს მიმართავს და საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების მინისტრმა საკმაოდ ოპერატიულად ანონიმური წერილის შესვლისთანავე ნებართვა გასცა, რომ გენინსპექცია შესულიყო ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში.

„ჩემი მეორე კითხვა, თქვენი ოპერატიულობა, თქვენი სამინისტროს ოპერატიულობა, არაერთხელ ამ თემაზე დღეს აქ ვისაუბრეთ და თქვენ ორ წუთში მოახერხეთ, რომ წერილი მიგეღოთ ია კერზაიაზე, შემდეგ დამსჯელი რაზმი დილის 04:00 საათზე გაუშვით იმისთვის, რომ უწესრიგობა არ ყოფილიყო იმ სფეროში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, პოლიტიკას განსაზღვრავს,“ - ამბობს ნადირაშვილი.

დეპუტატმა პარლამენტში მინისტრის ყოვეწლიური ანგარიშის მოსმენის დროს იკითხა, თუ მოითხოვა ბატიაშვილმა დროულად გამოეძიებინათ საგამოძიებო უწყებებს ჭიდაუობის ფედერაციაში მომხდარი შემთხვევა.

„მოგწონთ თუ არა რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია... მაინტერესებს, ასეთივე ოპერატიული ხართ თუ არა ამ შემთხვევაში და უკვე მიმართეთ თუ არა პროკურატურას, სახელმწიფო აუდიტს, რომ მათ შეამოწმონ ამ ფედერაციაში, კონკრეტულად რომელზეც მე ვსაუბრობდი კორუფციის ფაქტები იმიტომ, რომ არაერთი ძალიან მძიმე ბრალდება გაჟღერდა ამ მიმართულებით. ბოლო კითხვა, თქვენ საუბრობდით კორუფციაზე და კორუფციის საფრთხეებზე სკოლაში და ამ დროს თქვენ მოიშველიეთ NDI-ის კვლევა, თუ შეიძლება თქვენს კოლეგებს კიდევ ერთხელ რომ გაუმეოროთ, თქვენ ანუ NDI-ის კვლევებს ენდობით, თუ აქაც ორმაგი სტანდარტი გაქვთ - ახლა ენდობით და როდესაც პოლიტიკურ რეიტინგებზე საუბრობთ ან არჩევნების წინ ეს კვლევები ქვეყნდება, მაშინ არ ენდობით,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

დღის ამბები