19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ბესელიას ინიციატივა - მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი მოსამართლეთა უვადო დანიშვნას 5 წლით შეაჩერებს 

ეკა ბესელიას თანაგუნდელები, რომელებმაც დღეს ახალ საკანონმდებლო ინციატივას მოაწერეს ხელი, ფიქრობენ, რომ პარლამენტი მოსამართლეთა უვადო გამწესებას დროებით შეაჩერებს.

სწორედ ეს არის ბესელიას, მისი თანაგუნდელებისა და კიდევ რამდენიმე იმ დეპუტატის ინიციატივა, რომლებიც დღეს ბესელიას ირგვლივ გამოჩნდნენ. სულ ინიციატივას ხელს 9 დეპუტატი აწერს, ისინი არიან : ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი. 

ეკა ბესელიას თანაგუნდელი, ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ ამ ინიციტივით მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საკუთარ მოთხოვნას და იმედი აქვს, პარლამენტი ამ საკითხს გაიტანს.

„ამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარ იგრძნონ პოლიტიკოსების სურვილი და თანმიმდევრულობა, რომ ჩვენთვის მთავარია ახალი სისხლი და ამით არის განპირობებული ჩვენი ინიციატივა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში გავა,“-ამბობს გოგიჩაშვილი.

რაც შეეხება გუნდის დატოვების საკითხს, ინიციატივის ერთ-ერთი ხელმომწერი გედევან ფოფხაძე ამბობს,რომ ამ დროისთვის თანამოაზრეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„აზრთა სხვადასხვაობა რომ არის ბუნებრივია, ეს აზრთა სხვადასხვაობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დისტანცირებას უნდა გავერკვეთ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ და გვაქვს გუნდთან კონსულტაციები,“-ამბობს ფოფხაძე.

გუნდიდან შესაძლოა წასვლაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ორაზროვნად პასუხობს, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ გუნდის დატოვებას გეგმავს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს რომ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს გაასაჯაროებს კიდეც.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა პოლიტიკოსი ვისაც აქვს უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, დროში იქნება, სივრცეში თუ პროცესში, ამის უნარი ყველას უნდა გააჩნდეს. მე გადაწყვეტილებას როდესაც მივიღებ ეს იქნება საჯარო“-ამბობს ბიძინა გეგიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები