ია კერზაიას საქმე და ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში შესული გენინპექცია - განათლების მინისტრს პარლამენტში დეპუტატებმა დამატებითი ახსნა-განმარტებები სთხოვეს, თუ რატომ მოახდინა სწრაფი რეაგირება ამ საქმეზე და დართო გენინსპექციას სკოლაში შესვლის ნებართვა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, თენგიზ გუნავა ამბობს, რომ წერილის ავტორის შესახებ ინფორმაცია ვერ მოაგროვა, რადგან ეს ადამიანი რეალურად არ არსებობს.
„დაანონსეთ ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებლის გახსნის შესახებ და იმ ფონზე, როცა განათლების სამინისტროს მიერ წარგზავნილმა ამ სადამსჯელო ჯგუფის წევრებმა შეასრულეს შეკვეთა, რამაც შეიწირა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საუკეთესო დირექტორი, ქალბატონი კერზაია და თქვენ მწუხარებაც არ გამოგიხატავთ არათუ მიგისამძიმრებიათ ოჯახისთვის და მიგაჩნიათ, რომ ამის შემდეგ ზუგდიდელებთან შეხვედრა, როგორ ფიქრობთ. მეორე, ამ ანონიმური წერილების საწერად, რომ გაყალბებული სახელი და გვარი იყო წარმოდგენილი, ეს პირველად გავიგე და ზუგდიდელი კაცი ვარ მე, მიმჩნია, რომ კარგად ვიცნობ ზუგდიდს, მაქსიმალურად მოვინდომე, რომ ეს ადამიანი აღმომეჩინა, მაგრამ არ არსებობს. რა შეგიძლიათ ამაზე გვიპასუხოთ?“ - მიმართა გუნავამ მინისტრს.