ეკა ბესელია ჟურნალისტებს მიმართავს, რომ მასთან და მის თანაგუნდელებთან მიმართებაში სიტყვა "ამბოხებული" აღარ გამოიყენონ.
ბესელია ამბობს, რომ ისინი სასამართლოს რეფორმისთვის იბრძვიან და ამას არაფერი კავშირი აქვს ამბოხთან.
"სიტყვა ამბოხებული არ მიმაჩნია, რომ კორექტულია, შესატყვისია და თხოვნა იქნება რომ ჩვენთან მიმართებაში შეცვალოთ ეს კონტექსტი, იმიტომ რომ არაფერი საერთო ამბოხებასთან არ აქვს რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე მგონია, რომ ჩვენ სამართლიანობისთვის და სასამართლოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის რომ ვიბრძვით ეს ამ სიტყვასთან არ ასოცირდება,“-ამბობს ბესელია.