19 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
საღი აზრი იმაში, ხომ არ არის, რომ ჯერ შეიმუშაო ინსტრუმენტები, დაგეგმო რეფორმა და მერე გააუქმო გამოცდები - სერგი კაპანაძე ბატიაშვილს მიმართავს

გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - განათლების სამინისტროს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა საპარლამენტო უმცირესობის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოსთხოვა წარედგინა ის კვლევები, რომლის საფუძველზეც მიიღო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება.

„კონკრეტულად მაინტერესებს უნარების გამოცდის გაუქმების გადაწყვეტილებას როდესაც იღებდით, იქ რა კვლევა გამოიყენეთ. მეორე, განათლების კომიტეტთან რატომ არ გაიარეთ კონსულტაცია. ორ კვირაში, რომ სამუშაო შეხვედრა გვაქვს, იქნებ ჯერ სამუშაო შეხვედრა ჩაგეტარებინათ და მერე დაგეანონსებინათ ამხელა რეფორმა,“ - აცხადებს კაპანაძე.

დეპუტატმა მინისტრს მიმართა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ცვლილებების დაანონსების შემდეგ მიმართეს განათლების კომიტეტსაც და უნივერსიტეტებსაც კონსულტაციებისთვის.

„მესამე, უნივერსიტეტებს მას მერე რატომ ჰკითხეთ აზრი, როდესაც უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ და დაანონსეთ რეფორმა, პოსტფაქტუმ რატომ ჰკითხეთ, რას ფიქრობდნენ გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. მეოთხე, თქვენ აქ გამოსვლაში ახსენეთ, რომ რეფორმების კონკრეტულ ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ მაისშიო, მაშინ მოვახდენთ პრეზენტაციასო და ამხელა რეფორმა, რომ დაგეგმეთ და გამოცდები გააუქმეთ ჯერ, ინსტრუმენტებზე მერე, რომ გვესაუბრებით, პირიქით ხომ არ აჯობებდა, საღი აზრი იმაში, ხომ არ არის, რომ ჯერ შეიმუშაო ინსტრუმენტები, ჯერ დაგეგმო რეფორმა და მერე გააუქმო გამოცდები,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები