19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
დღევანდელ სისტემაშიც გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს - ბატიაშვილი

„მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ბოლო წლებში ჩრდილოვანი განათლებისთვის, რომლებშიც მშობლები ხარჯავენ ასობით და მილიონობით ლარს,“ - ეს განცხადება განათლების მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილი რეპეტიტორების ინსტიტუტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საკმაოდ დიდი ფინანსები მიედინება ამ მიმართულებით, რასაც მინისტრი კორუფციად მოიხსენიებს.

ბატიაშვილის თქმით, ბოლო კვლევები, მათ შორის, NDI-ის მიერ ჩატარებულიც, ადასტურებს, რომ განათლების ხარისხი გაუარესებულია.

„არ უნდა იყოს ორიენტირებული იმ გამოცდებზე, რომელიც სკოლებს ბოლო კლასებში, ფაქტობრივად, გვიცარიელებს. მე დავარქმევდი, რომ არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ, რომ იმ ჩრდილოვან განათლებას, რაც ჰქვია, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი, მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ  სისტემაშიც გვაქვს, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. ანუ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ბოლო წლებში ჩრდილოვანი განათლებისთვის, რომლებშიც მშობლები ხარჯავენ ასობით, მილიონობით ლარს და როგორც შედეგები გვეუბნება და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევები ამბობს, მათ შორის, NDI-ის კვლევებიც, ამბობს იმას, რომ ეს ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის ხარისხის, ასე ვთქვათ, გაუარესებაზე,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები