18 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ქუთაისის ვიცე-მერი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგნენ

ქუთაისის ვიცე-მერი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგნენ. უცნობია რას უკავშირდება იმერეთში ერთდროულად მაღალი თანამდებობის პირების პოსტებიდან წასვლა. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას.

გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს არც იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი. ის "კურიერთან" ამბობს მხოლოდ იმას, რომ სხვა სამსახურში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა სად არ აკონკრეტებს.

დღის ამბები