16 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
"ეს არის სპეკულაცია, ჩუმად საერთოდ არანაირი ცვლილება არ შესულა ამ კანონში" - არჩილ თალაკვაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე

"ეს არის სპეკულაცია, ჩუმად საერთოდ არანაირი ცვლილება არ შესულა ამ კანონში," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საბოლო ვარიანტში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, იყო დიდი მცდელობა, რომ კანონპროექტის ირგვლივ შინაარსობრივი დისკუსია ჩაკეტილიყო.

"პირველი, მეორე და მესამე განხილვის რედაქციები არის განთავსებული პარლამენტის საიტზე, საჯაროდ. იყო საჯარო განხილვები, თუ ვინმეს რადიკალურმა ოპოზიციამ და ამ აქციებმა ხელი შეუშალა, რომ წაეკითხა, მოესმინა მსჯელობა, ზუსტად ეს არის პრობლემა, ამას ვამბობდით ჩვენ, იყო ძალიან უხეში მცდელობა დისკუსია ყოფილიყო მაქსიმალურად დაბლოკილი და განხილვის სივრცე ყოფილიყო დაკეტილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები