19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
საქართველოს მთავრობა არ მუშაობს, რომ მაგალითად ტრამპი როცა პუტინს შეხვდება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი დადგეს - კანდელაკი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აშშ-ს მხარდამჭერ რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაა დაგმობილი, მნიშვნელოვანს უწოდებს.

გიორგი კანდელაკის თქმით, აშშ ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას და სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ არაღიარების პოლიტიკა ამ დრომდე მუშაობს.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების როლს, კანდელაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მუშაობა გამოჩნდება მაშინ, როცა ტრამპი პუტინს შეხვდება წამოიჭრება თუ არა ოკუპაციის საკითხი.

"აშშ საკუთარ სიტყვას არასდროს გადადის. ის, რომ არაღიარების პოლიტიკა მუშაობს სწორედ აშშ-ს დამსახურებაა, მაგრამ საქართველოს მთავრობის მუშაობის საზომი არის ის წამოიჭრება თუ არა საქართველოს საკითხი, როცა მაგალითად ტრამპი შეხვდება პრეზიდენტ პუტინს, ან გერმანიის კანცლერი როცა შეხვდება პუტინს წამოწევენ თუ არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს?! -ჯერ ჯერობით ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველოს მთავრობა ამაზე არ მუშაობს"-აცხადებს კანდელაკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები