19 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას კონსტიტუციაზე, შეწყვიტეთ თავდასხმა! - მეთოფიშვილი ბესელიას მიმართავს 

ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2025 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება. 

მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და დეპუტატის ინიციატივას „კონსტიტუციაზე თავდასხმად“ აფასებს. მეთოფიშვილმა იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს სასამართლო სისტემაზე თავდასხმის შეჩერებისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე:

"მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა!!!,“ - აღნიშნულია მეთოფიშვილის განცხადებაში. 

ეკა ბესელიამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით გუშინ მიმართა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.

დღის ამბები