19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"ეირჩიე ბიძინე - ჭამე, სვი და იძინეო"... თქვენ მოსწავლეებს ეუბნებით - დაიძინეთ! - რატიანი ბატიაშვილს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი განათლების მინისტრს განათლების რეფორმის შინაარსს 2012 წელს გავრცელებული ანეკდოტთან პარალელით უხსნის.

სერგო რატიანის თქმით, რეფორმა, რომელიც სასკოლო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს სწორედ იმ ხუმრობას ჰგავს, 2012 წლის არჩევნების წინ, გურიაში ფრთიან ფრაზად რომ იქცა.

„ეს სკოლა არის ფაქტობრივად თქვენ რაც გააკეთეთ არის 2012 წელს გურიაში, რომ შაყირობდნენ: "ეირჩიე ბიძინე - ჭამე, სვი და იძინე". თქვენ ეუბნებით სკოლაში ბავშვებს, რომ დაიძინეთ!. შეგიძლიათ დილით სკოლაშიც არ მოხვიდეთ - ან რატომ უნდა მოვიდნენ? თქვენ რა სისტემაც მოიტანეთ ეგ სისტემა არ არსებობს.

ამერიკიდან დაწყებული, ყველგან მე-20 საუკუნიდან დაწყებული და კიდევ უფრო ადრე, გამოცდები ნიშნავს სკოლას რომ ამთავრებ მზაობას, რომ ადამიანი გადავიდეს უმაღლეს სასწავლებელში. დაწყებითი და უმაღლესი განათლება უნდა დაკავშირდეს რაღაცით, ეს ხიდი აღარ არსებობს თქვენ რაც გააკეთეთ,“-ამბობს რატიანი. 

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში CAT-ის გამოცდები და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან უნარების გამოცდა უქმდება.

დღის ამბები