19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
თქვას, კონკრეტულად რას აპირებს კერზაიას საქმესთან დაკავშირებით - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის ბატიაშვილის განმარტებები საკმარისი არ არის

საპარლამენტო ოპოზიცია განათლების მინისტრის გადადგომასა და ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი მინისტრს მეტ კონკრეტიკას სთხოვს. მათ აინტერესებთ, რა იქნება ბატიაშვილის შემდგომი გეგმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება სამინისტროს ასეთი მყისიერი რეაგირება ჰქონდეს, ისეთ ანონიმურ წერილზე, როგორიც ია კერზაიას საქმეში არსებობს, თუმცა მისივე თქმით, ია კერზაიას საქმე, შესაძლო ზეწოლის ერთი კონკრეტული შემთხვევაა და ის არჩევნების ბედს ვერ გადაწყვეტდა.

„ასეთი ეჭვი, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, მხოლოდ ერთი სკოლის შემთხვევაშია ასეთი რამ და ამით არჩევნების ბედის გადაწყვეტა არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იყო, თუმცა ქალბატონი როგორც ვიცი საუბრობდა, რომ ეს პრობლემა (ზეწოლა) იყო,“-ამბობს ხუციშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ლევან კობერიძე მინისტრს სთხოვს უკეთ განმარტოს, თუ რას გულისხმობს ია კერზაიას საქმეზე პასუხისმგებლობის აღებაში. კობერიძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში მინისტრის განმარტებები მისთვის მისაღები არ იქნება.

„გამოსავლად მესახება, რომ კონკრეტულად მინისტრმა თქვა რას აპირებს ამ საქმესთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ მე ველოდები, რომ ის იტყვის კონკრეტულ ქმედებებს, თუ რა მოჰყვება ამ საკითხს, მისი აღებული პასუხიმგებლობა რა ნაბიჯებში გამოიხატება... კონკრეტული ნაბიჯები თქვას, თუ ის ამბობს რომ არაფერი მოხდება, ეს მისაღები არ იქნება ჩემთვის“-აცხადებს კობერიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები