საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს. სამუშაოები დილიდან განახლდა. საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხურიც, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს. სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.