17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
უნდა მივუდგეთ ნაკლები ემოციით, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობით - მმართველი გუნდი ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას ელოდება

მმართველ გუნდი ეკა ბესელიას საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. დატოვებს თუ არა ის „ქართულ ოცნებას“ თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობას პროგნოზების  გაკეთება უჭირს. მათთვის უცნობია შექმნის თუ არა ეკა ბესელიას ახალ ფრაქციას პარლამენტში ან აპირებს თუ არა პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირებას.

„მე არ მაქვს ჩვევაში, რომ მხატვრული განცხადებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რა შეიქმნება. თებერვლის ბოლოს რა მოხდება. ჩვეულებრივი პროცესია პოლიტიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა ვაღიარებ, რომ საკმაოდ მწვავე განსხვავებები, საკმაოდ მწვავედ გამოიხატება მათ შორის მედიაში,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელიას სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესაც. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მისმა თანაპარტიელმა თანამოაზრეებთან ერთად, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესს.

„მე წინასწარმეტყველი არ ვარ, შესაბამისად მე ვერ ვიტყვი მოლოდინები წინმსწრებად როგორი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით რა პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს. ძალიან ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. საკითხებს უნდა მივუდგეთ ნაკლები ემოციით. მეტი პროფესიონალიზმით, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობით და ერთი მთავარი რამ, "ქართული ოცნება" არის და იქნება ძალიან დიდხანს კიდევ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში,“-განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა.

ეკა ბესელიასგან ახალი პარტიის შექმნას არ ელოდება რევაზ არველაძე. ის ამბობს, რომ ბესელიას თანამოაზრეებთან ერთად სავარაუდოდ ამხელა ფინანსები არ გააჩნია.

„ეგეთი ძლიერი რამის შექმნას ძალიან დიდი რესურსები სჭირდება. ყველანაირი, მათ შორის ფინანსური რესურსებიც. არ ვიცი თუ გააჩნიათ ეგეთი რესურსები შეიძლება ახალი "ოცნებაც" შეიქმნას და იმაზე მეტიც,“-განაცხადა რევაზ არველაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები