19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან" - აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი

"ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან," -  ეს განაცხადა აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა. 

შეხვედრზე კარლოს ალფრედო ვეკიომ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ოკუპირებული ტერიტორიების აღირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს,” - განაცხადა კარლოს ალფრედო ვეკიომ. 

მან დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

 

დღის ამბები