19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
კახი კალაძე ახალ სკანდალში ეხვევა - თბილისის მერი შესაძლოა, შემოსავლებს ფულის გათეთრებით იღებდეს

სახლი ბიძინა ივანიშვილის მეზობლად, Skyline-ის კომპლექსში  - 2 მილიონი ლარი, ავტომობილი Fiat - 21 ათასი ევრო, TOYOTA LAND CRUISER - 164 ათასი ლარი, ავტომობილი Brabus  - 47 ათასი ევრო, Toyota Camry - 66 ათასი ლარი, ტანსაცმელი ფეხსაცმელი და აქსესუარები - 850 ათასი ლარი - ეს თბილისის მერის მიერ 2018 წელს დახარჯული მილიონებია.

კალაძის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერი წლიდან წლამდე უკრაინული კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალს ხარჯავს. თუმცა, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დგინდება, რომ შესაძლოა, ოცნების ლიდერი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდეს და ადგილი ჰქონდეს ფულის გათეთრებას.

კახი კალაძის 2018 წლის დეკლარაციით ირკვევა, რომ თბილისის მერი ორ უკრაინულ კომპანიებში წილებს ფლობს და 2017 წელს, ჯამში, 800 ათას დოლარზე მეტი მოგების სახით მიიღო. თუმცა, მონაცემების უკრაინაში გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კალაძის კომპანიებს ასეთი შემოსავალი საერთოდ არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერც თბილისის მერს გადმოურიცხავდნენ მილიონებს.

მერმა დეკლარაციაში უკრაინული ნესტგრუპიდან მოგების სახით 2017 წელს 280 ათასი ევრო მიუთითა, მაგრამ დოკუმენტები, რომელიც კახი კალაძის შემოსავალებზე კითხვებს ბადებს, presa.ge-მ კიევიდან მოიპოვა. შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ კომპანიის მოგება სულ 500 ათასი გრივნა იყო, რაც დაახლოებით 20 ათასი ამერიკული დოლარია. შესაბამისად, კალაძეც 10 ათას დოლარს მიიღებდა. presa.ge-ის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი ფულს ათეთრებს.

დიდი აცდენაა კახი კალაძის კიდევ ერთი კომპანიის იუკას შემოსავლებსა და კალაძის მიერ საქართველოში შევსებულ დეკლარაციას შორის.

კალაძე უკრაინული კომპანია იუკას 33 პროცენტის მფლობელია. დეკლარაციაში კალაძე წერს, რომ 2018 წელს იუკადან მოგების სახით 470 ათასი დოლარი მიიღო. უკრაინიდან მოპოვებული იუკას ფინანსური დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კომპანიამ 2017-ში 21 მილიონი გრივნა გამოიმუშავა, რაც საშუალოდ 815 ათასი დოლარია. დაბეგვრის შედეგად კი, კალაძეს და მის პარტნიორებს 500 ათასი უნდა გაეყოთ. რადგან კალაძე წილის მესამედის მფლობელია მას არა 470, არამედ 166 ათასი შეხვდებოდა.

თბილისის მერს ჩვენ კიდევ ერთხელ მივედით. კალაძე presa.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ენდობა. აი ფაქტის ჟურნალისტი, ნინო ბაქრაძე, ყვება, რომ კალაძეს დოკუმენტებით საქართველოში მაღალშემოსავლიანი ბიზნესი არ უფიქსირდება და ბიზნესკომპანიების წილებს სთხოვს.

კალაძის შემოსავლები წლიდან წლამდე პერიოდულად იცვლება. ბოლო სოლიდური შენაძენი მერმა თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე გასულ წელს გააკეთა, სადაც 500 კვადრატულამდე ფართობის 2 საცხოვრებელი სახლი შეიძინა.

დღის ამბები