17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს

რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე  საუბრობენ ბრალდებული 29 წლის მამაკაცის მეგობრები. ისინი ყვებიან, რომ  29 წლის მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ძმისშვილი, 14 წლის მოზარდი მოკლა, მკვლელობის წინა დღეს არა ადეკვატურად იქცეოდა.

მეგობრები ყვებიან, რომ მათ მამაკაცი გუშინვე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ ურჩიეს, რომ 29 წლის მამაკაცს ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. მეგობრების ყვებიან, რომ მათ მაშინვე ეჭვმიტანილი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 ათასი არის გადახდა მოსთხოვეს. 

მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.

„შევხედეთ, რომ რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ წაგვეყვანა რუსთავში კლინიკაში. როდესაც მივიყვანეთ რუსთავში, გადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში და იქ რაც მოხდა.. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა,“ - აცხადებს 29 წლის მამაკაცის მეგობარი.

29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს. 

„იქ გვითხრეს 3 ათასი ლარი არის გადასახდელიო. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს კი ვიშოვით, ჩამოვიტანთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რა ვუყოთთქო. ვერ დავტოვებთო, ფული წინასწარ უნდა გაიხადოთო. ადამიანმა თქვა, მე რა ვქნა, ასეთი კანონიაო, მე ვერაფერს ვერ ვიზავო,“ - ამბობს კიდევ ერთი მეგობარი.

 

 

დღის ამბები