19 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
დოლიძე და ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“ - დიმიტრი გვირიტიშვილი

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადადება - საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

გვრიტიშვილისთვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, მიუღებელია. 

საკითხზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლეებმა ცვლილებათა პაკეტს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს და ავტორებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც მკაცრად გააკრიტიკეს. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა არამოსამართლე წევრებისგან ცვლილებებისადმი მხარდაჭერის დასაბუთება მოთხოვა.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ ადეკვატურად და სრულად შევაფასო არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი. მეგონა, რომ ეს იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი, რომ მოხდებოდა მოსაზრებების გაცვლა, თუმცა, მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები, ხოლო ანა დოლიძე და ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“. სამართლებრივი და კვალიფიციური არგუმენტები თავიანთი პოზიციების დასადასტურებლად არ გააჩნიათ. მათ ელემენტარულად გამბედაობა არ ეყოთ, რომ მოსამართლეებისთვის შეკითხვებზე პასუხი გაეცათ,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მოსამართლე გვრიტიშვილის მხრიდან მწვავე კრიტიკა და ბრალდებები ისმოდა ეკა ბესელიას მიმართაც. მოსამართლე ამბობს, რომ ცვლილებების ინიციატორ დეპუტატს შურისძიება ამოძრავებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები