19 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
არც ერთი საპასუხო არგუმენტი არ აქვთ - გიორგი მიქაუტაძე დოლიძეს და ჯანეზაშვილს აკრიტიკებს

მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება  - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივაზე აზრის დაფიქსირებისგან თავის შეკავების გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

დღევანდელ გასვლით სხდომაზე 150-მა მოსამართლემ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამათლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ არამოსამართლე წევრებმა დუმილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არჩიეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად სათანადო არგუმენტები არ ჰქონდათ.

„ჩვენ გვესმოდა მკაფიო განცხადებები და მხარდაჭერა, მათ შორის, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, რომ ისინი ეთანხმებიან ამ ინიციატივას, თუმცა, დღეს ჩვენ ათეულობით კითხვაზე, თუნდაც ერთი არგუმენტი დაესახელებინათ, რატომ უნდა იქნეს ეს ცვლილება ან სამართლებრივად ან მიზანშეწონილობის ჭრილში მიღებული, ჩვენ მივიღეთ დუმილი. მე ვიცი, რომ დუმილი არის თანხმობის ნიშანი, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს არგუმენტებს ეს წევრებიც ეთანხმებიან, უბრალოდ, საპასუხო არგუმენტი არ აქვთ არც ერთი და არც არსებობს ასეთი არგუმენტი,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

დღის ამბები