19 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საპენსიო რეფორმა - ნაცვლიშვილი მხარდაჭერას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს

უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, რომელიც საპენსიო რეფორმაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკომიტეტო მოსმენებზე დღეს მიყოლებით ჩავარდა. მის მხარდაჭერას ნაცვლიშვილი თანაგუნდელებს სთხოვდა. გაეცნენ, მოისმინეს, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს. ნაცვლიშვილი ახლა საკითხის სესიაზე კენჭისყრის მოლოდინშია, რის შემდეგაც დეპუტატი პარლამენტში სავარაუდოდ, მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

მმართველი გუნდის ნაწილი დღეს არ მალავდა, რომ დაგროვებითი პენსიის რეალურ მიზანთან ახლოს არა მოქმედი სისტემა, არამედ ნაცვლიშვილის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე 1-წლიანი შენატანის შემთხვევაშიც, გაზრდილ პენსიას მიიღებს, იმოქმედებს დაგროვების უფრო მაღალი კოეფიციენტი და მძიმე სამუშაო პირობების შემთხვევაში, მოქალაქეების ნაწილი პენსიაზე 5 წლით ადრე გასვლას შეძლებს.

უმრავლესობის აზრი გაყოფილია, მთავრობის მხარდაჭერა კი გამორიცხული. 

ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეჩერება დღეს საპარლამენტო უმცირესობამ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოითხოვა. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ალტერნატიული პროექტის განხილვას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საპენსიო სქემაში ჩართვის თავისუფალი არჩევანი ექნებათ.

ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ის შეეხო ყველას, ვისაც 2018 წლის აგვისტომდე 40 წელი არ შესრულებია.  

დღის ამბები