„ყველასთვის ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკური დევნა,“- ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება.
უგულავა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან იმყოფება, სადაც ოპოზიციონერი წევრის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
„თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ხვდება თავის მომხრეებს, რატომ უგზავნი ამ ხალხს, თუ ამ ხალხს აქვს იქ მიცვენის უფლება, დებოშის უფლება, მაშინ რატომ უკრძალავ იგივეს კირკიტაძეს, რატომ ტოვებ იგივეს სასამართლოში,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
გურჯაანის რაიონული სასამართლომ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზსა და ეზოში პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
დავით კირკიტაძე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. კირკიტაძის თქმით, ის პოლიტიკური პატიმარია და ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.