19 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
არამიზნობრივი ხარჯები აფხაზეთის მთავრობაში - უწყება აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება

სახელმწიფო აუდიტის დასკვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ კონკრეტული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯი, რომელიც 2 ათას ლარზე მეტია ბიუჯეტში დაბრუნდება, სხვა ხარჯების არამიზნობრიობას კი უარყოფს. აუდიტმა კი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მთავრობის სამივლინებო ხარჯებმა მხოლოდ 2017 წელს თითქმის 35 ათასი ლარი შეადგინა. მივლინებების ძირითადი ნაწილის აუცილებლობა კი დასაბუთებული არ არის. 

დღის ამბები