ბოლო პერიოდის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო არჩევასთან დაკავშირებულ მოვლენებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოსამართლეებს საზოგადოება რეფერენდუმის გზით უნდა ირჩევდეს. მისი განმარტებით, ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს გამჭირვალე სასამართლო.
„ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს ეს გახლავთ ხალხის მიერ ყველა მოსამართლის არჩევა. ეს არის გზა, რომელიც გაიარა დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან,“- განაცხადა ნათელაშვილმა.