„ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შესახებ განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკება მოკლე დროში დასრულდება. პრემიერის თქმით, მთავარია ეროვნული ინტერესები და ენერგოდამოუკიდებლობა.
"გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.
„დაველოდოთ მის შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.