19 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
წელს გვექნება მეტი ნატო საქართველოში პრინციპის რეალური განხორციელება - იზორია

ნატოს შტაბბინაში ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრის დღის წესრიგში სარაკეტო შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.

მინისტერიალს ესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც უკვე შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს და შეერთებული შტატების ელჩს ნატოში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში მარტში ჩამოდის. დაგეგმილია საქართველოსა და ნატოს ერთობლივი სწავლებები. ლევან იზორიას განცხადებით, წელს საქართველოში უფრო მეტი ნატო იქნება. 

„წელს გვაქვს უპრეცენდენტო დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ერთ თვეში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების განხორციელებაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ის გარემოება რომ სწავლებას როგორც დაგეგმვის, ისე მისი აღსრულების ნაწილში უშუალოდ ქართული მხარე განახორციელებს, კერძოდ კი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ასევე, ამ სწავლების პარალელურად, იგეგმება მაღალი დონის სტრატეგიული დონის ვიზიტები, გენერალური მდივნის ვიზიტი და ასევე, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. ასე, რომ წელს გექნება სწორედ, „მეტი ნატო საქართველოში “პრინციპის რეალური განხორციელება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები