19 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
რამდენ ხანში დავეწევით ყველაზე ღარიბ ქვეყანას ევროკავშირში? 100 წელში - ბოკერია ქობულიას მიმართავს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკის მინისტრი მოხსენებით გამოვიდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთ-ერთი მთავარი კითხვა გიორგი ქობულიასთან ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები დაინტერესდნენ, თუ რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს.

„თქვენ შემოხვედით თუ არა, ბრძანეთ, რომ ეკონომიკური ზრდის გეგმა მოვიტანეო და პირველი რაც მაინტერესებს, სწრაფად რომ დაგვიზუსტოთ, თქვენი პოზიცია შეიცვალა, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის წინსვლისთვის იმიტომ, რომ თქვენ თავის დროზე ბრძანეთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორიო,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, რაზეც გიორგი ქობულიამ უპასუხა, რომ ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გაიზარდოს.

მინისტრი ქობულიას თქმით, რეგიონში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპით ჩვენს ქვეყანას 100 წელი დასჭირდება, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს.

„100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით, რომ ბულგარეთს დავეწიოთ იმ პირობებში თუ ბულგარეთმა არ დააჩქარა ზრდა, რაც შეიძლება მოხდეს,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს გიორგი ქობულიასთან მთავარი შეკითხვები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საპენსიო რეფორმა პრობლემატურია. 

„საქართველოს მთავრობაზე უკეთესი ეკონომისტები, ფინანსისტები, ამ სფეროს სპეციალისტები ჰყავთ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, იაპონიას, ამაზე ხომ ვთანხმდებით. მე მაქვს გახსნილი სხვადასხვა მონაცემი, რომელიც ეხება, პრობლემები აქვს საპენსიო ფონდებს აშშ-ში. თქვენ რომ ამბობთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში ამ მოდელით მიდიანო. 7 ტრილიონის გარღვევა ფიქსირდება 2017 წლის მდგომარეობით სამთავრობო საპენსიო ფონდებში საპენსიო გეგმების, ათას 400 კორპორატიული საპენსიო გეგმებს აქვთ 553 მილიარდის გარღვევა, ეს არის აშშ-ის მონაცემები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

დღის ამბები