19 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
შოთაძე გადადგა და დასვეს თადუმაძე, საქორწილო თოჯინასავით - გიგი უგულავა

გენერალური პროკურატურასთან, სადაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მივიდა.

უგულავა ამბობს, რომ ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში არაფერი შეცვლილია, რადგან ყველა ის ადამიანი, ვისაც შოთაძე ხელმძღვანელობდა, ისევ თანამდებობაზე რჩება. 

„ამ საქმის გაფუჭებაში იყო პროკურატურის ის შემადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შოთაძე. შოთაძე გადადგა და მოიყვანეს მანქანაზე დაკრული თოჯინასავით, დასვეს თადუმაძე, საქორწილო თოჯინასავით. მაგრამ, რეალურად ყველა ის ადამიანი, მოადგილეები, ვასაძედან დაწყებული გაბიტაშვილით დამთავრებული ყველანი ადგილზეა და ისევ ისინი კურირებენ იმას, იმ საქმეს, რაც თავად გააფუჭეს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.   

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შეხვდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, საგამოძიებო უწყებაში დღეს ადვოკატთან და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელთან ერთად მივიდა. ზაზა სარალიძე, საქმის გამომძიებლებისგან მოითხოვს პასუხებს მთავარ შეკითხვაზე- ვინ მოკლა დათუნა სარალიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები