17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"ეს იყო ინსპექტირება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“ - ბაჩანა შენგელიამ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის მტკიცებულებები პროკურორებს გააცნო 

ბაჩანა შენგელია პროკურორებს, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის ახალ მტკიცებულებებს 4 საათის განმავლობაში აცნობდა. ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის შვილი მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ბაჩანა შენგელია ექვს პასუხისმგებელ პირს ასახელებს, რომელთა შორის არის განათლების მინისტრი. ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის შვილი პროკურატურაში მის გამოკითხვასაც მოითხოვს.

ია კერზაიას შვილი ამტკიცებს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება პოლიტიკური ინტერესებით იყო მოტივირებული.

„საუბარია იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ინსპექტირებას ორ ადამიანზე, პლუს საუბარია მათ უშუალო ხელმძღვანელზე და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე. საუბარია რესურსცენტრის ხელმძღვანელზე ქალაქ ზუგდიდის და საუბარია ასევე, განათლების მინისტრზე, ბუნებრივია, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებებით მონაწილეობენ ამ საქმეში. ეს არ იყო ინსპექტირება ინსპექტირებისთვის, ეს იყო ინსპექტირება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები