19 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ორი პირი, რომლებიც 84 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს დაკავებულია

ორი პირი, რომლებიც 84 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს, პოლიციამ დააკავა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად ხელვაჩაურში აიყვანეს. ძარცვა ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. სახლში მარტოხელა პენსიონერი იმყოფებოდა. დაზარალებულის თქმით, ორი მამაკაცი გაზის ინკასატორად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია. მძარცველებმა იგი სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა წაიღეს. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები